ცოცხლად დამარხული: ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

ათობით დაღუპული მუშა: მშენებარე ობიექტებს რეიდების ტალღა გადაუვლის

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა დაღუპული დახვდათ.

„შეტყობინება იყო შემოსული. მაშველებს ადგილზე დახვდათ გარდაცვლილი მუშა, რომელიც მიწის თხრის სამუშაოებს აწარმოებდა და მიწის ქვეშ მოყვა. მიმდინარეობს ცხედრის ამოყვანის სამუშაოები“, – განაცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო.