თბილისის მერია: დაღუპული მუშა ილიას უნივერსიტეტმა დაიქირავა

მუშა არ იღებდა მონაწილეობას სარემონტო სამუშაოებში, რომელსაც მერია ვაკეში ატარებს
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დროს დაღუპული მუშა იყო დაქირავებული ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ, რომლის ეზოშიც უბედური შემთხვევა მოხდა, იუწყება პირველი არხი.

ცოცხლად დამარხული: ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა

მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურში განმარტეს, რომ გარდაცვლილი მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა.

დაღუპული მუშის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მუშაობენ მაშველები, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო.