სტატისტიკა: რისთვის იყენებს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტს

საქართველოში ინტერნეტ-ბანკით ინტერნეტმომხმარებლების დაახლოებით 30%, ხოლო სოციალური ქსელებით - 96% სარგებლობს
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მკვიდრნი ინტერნეტს ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებში შესვლისთვის იყენებენ, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

„საქსტატმა“ ასევე დაითვალა ისინი, ვინც ინტერნეტში კომპიუტერიდან და მობილური ტელეფონებიდან შედის.

ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნები:

სოციალური ქსელების გამოყენება 

96%

აუდიო ან ვიდეო საშუალებების გამოყენება 

85,6%

სიახლეების,  ჟურნალების და გაზეთების კითხვა 

55,4%

ელექტრონული ფოსტის გაგზავნა / მიღება 

53,8%

ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება 

51,7%

საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება 

38%

ინტერნეტ-ბანკის გამოყენება 

29,8%

პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ჩამოტვირთვა (თამაშების გარდა) 

19,9%

სამუშაოს ძებნა ან CV გაგზავნა 

17,4%

კვლევამ აჩვენა, რომ 6 წლის და უფროსი ასაკის ქართველი რეზიდენტების 84,8%-ს აქვს მობილური ტელეფონი, რაც 2,3% -ით მეტია შარშანდელთან შედარებით.

მოსახლეობის 62%-ს (ძირითადად, ქალაქელებს) აქვს კომპიუტერი. ყველაზე მეტი კომპიუტერი თბილისისა და ბათუმის მოსახლეობაშია (შესაბამისად, 79% და 69,3%).