სავსემთვარეობა 14 სექტემბერს - როგორ იმოქმედებს, როგორ ვიმოქმედოთ

ასტროლოგები გვაფრთხილებენ: რაც ამ დღეს მოხდება მსოფლიო არენაზე, ურთიერთობებში, პირად ცხოვრებაში, ფინანსურ საქმეებში, ყველაფერს ხანგრძლივმოქმედი შედეგები ექნება
Sputnik

სავსემთვარეობა სექტემბერში შესაფერისი დროა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ სამომავლო გეგმები და ფუნდამენტი ჩავუყაროთ მომავალ გამარჯვებებს.

წაიკითხეთ აქ: ვინ შეხვდება თავის ბედს ამ შემოდგომაზე - ზოდიაქოს სამი ნიშანი

ასტროლოგები აცხადებენ, რომ სექტემბრის სავსემთვარეობა შესანიშნავი დროა იდეებისა და გეგმების რეალიზებისთვის. თუ რამის დაწყებას დიდი ხანი ვერ ახერხებდით, ამ თვეში სამყარო ამის ბერკეტებს მოგცემთ. სავსემთვარეობა შაბათს ძლიერ იმოქმედებს ემოციურ ფონზე, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ განწყობას. მის დადგომას ახალი ცხოვრება მოჰყვება, ამიტომ ასეთი მეტამორფოზებისთვის წინასწარ მომზადებაა საჭირო.

სექტემბრის სავსემთვარეობის თავისებურებანი

ასტროლოგების პროგნოზებით, მთვარე სავსემთვარეობის ფაზას 14 სექტემბერს თბილისის დროით 08:35 საათზე დადგება. ჩაივლის თევზების (წყლის სტიქია) თანავარსკვლავედის ეგიდით. თევზები ნეგატიურად მერყევი ნიშანი და იუპიტერის ზრახვების უმაღლესი გამოვლენაა.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც სავსემთვარეობა 14 სექტემბერს წარმატებას მოუტანს

სავსემთვარეობა თევზების ნიშანში მართავს სიზმრების, ილუზიების სამეფოს, ქვეცნობიერს, ინტუიციასა და ძველიდან ახალზე გადასვლას. ახალი მთვარე ამ ნიშანში აშუქებს ღრმა გრძნობებს, რომლებსაც ადამიანები შიგნით მალავენ. მაგალითად, სევდა, ნაღველი, მწუხარება, ტკივილი, დანაკარგი, გატეხილი გული. ამ პერიოდში ამ გრძნობების გადატანა და შემდეგ მისგან გათავისუფლება უფრო იოლი იქნება.

რეკომენდაციები 2019 წლის 14 სექტემბრისთვის

ასტროლოგები გვაფრთხილებენ: რაც ამ დღეს მოხდება მსოფლიო არენაზე, ურთიერთობებში, პირად ცხოვრებაში, ფინანსურ საქმეებში, ყველაფერს ხანგრძლივმოქმედი შედეგები ექნება. სავსემთვარეობისას ჩაიდება ცხოვრებისეული პროგრამები, ამიტომ ყველა სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საკუთარ გეგმებსა და ოცნებებს, რათა საფუძველი ჩავუყაროთ იმას, რისი მიღწევის სურვილიც გვაქვს უახლოეს მომავალში.

წაიკითხეთ აქ: შემოდგომის „ბედის ნებიერები": ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ შემოდგომაზე გაუმართლებს>>

წყლის ენერგია დაგვეხმარება შემოქმედებითი, სულიერი და სასიყვარულო საკითხების გადაჭრაში. განსაკუთრებით წარმატებული იქნება დღე-ღამის პირველი ნახევარი. სავსემთვარეობა დილით მოხდება და ახალ მდგომარეობაში გახსნის კარს. სწორედ დილიდან არის საჭირო რაღაც ნაბიჯების გადადგმა: ის მოგვცემს იმპულსსა და ბიძგს მომავალი ცვლილებებისთვის. მეტამორფოზები ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეეხება, თუმცა, მორიელებს, თხის რქებს, ქალწულებს, კირჩხიბებს, თევზებსა და ვერძებს ბედმა განსაკუთრებული სიურპრიზები მოუმზადა.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ცალკე უნდა გამოიყოს პროგნოზი თხის რქების, თევზების, კირჩხიბებისა და ქალწულებისთვის: მთვარე მათ ბედნიერ შესაძლებლობებს ჰპირდება, თუმცა, შესაძლოა, ისინი სწრაფი შედეგების მიღების სურვილმა აცდუნოს და რეალობასთან კავშირი დაკარგონ. მორიელებსა და ვერძებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათთვის იწყება შინაგანი გარდასახვის პერიოდი. ასტროლოგები მათ ურჩევენ, შეცვალონ პასიური მდგომარეობა უფრო შემოქმედებითი, შეიძლება ითქვას, რევოლუციური მდგომარეობით.

სავსემთვარეობა შეცვლის ვარსკვლავურ ამინდს: დაუბერავს ცვლილებების ქალი, რომელიც სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს ეკონომიკაში. მთელი მსოფლიო ცოტაოდენ „აზვირთდება", რის გამოც მოვა დაძაბულობა და საგანგაშო სიგნალები. ამ პერიოდში გაქარწყლდება ილუზიები, ადამიანები დაიწყებენ რეალურად ფიქრს. ხელისუფლებისა და ბიზნესის სათავეებში მდგომ ადამიანებს ყველაზე მტკიცედ მოუწევთ დგომა. სავსემთვარეობის „შტორმში" მოყვება ფულის სფეროც. ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია დეტალურად გათვალოთ თითოეული ნაბიჯი თითქმის სექტემბრის ბოლომდე. არ გარისკოთ უსაფუძვლოდ, ფული სახლში არ გააჩეროთ: ჩადეთ რამე ინვესტიციის სახით, ან შეიძინეთ ძვირადღირებული: ოქრო, მიწა, ქონება.