საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება

საქართველოში იმპორტი კვლავ მცირდება, ხოლო ექსპორტი - იზრდება
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 0,01%-ით გაიზარდა 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 8,1 მლრდ დოლარს გაუტოლდა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

გასვლა ჩინეთზე – საქართველო ეკონომიკურ ატაშეებს ამზადებს >>

ქართული პროდუქციის ექსპორტმა რვა თვეში 2,4 მლრდ დოლარს გადააჭარბა, ანუ გასული წლის მაჩვენებლებს ის 12,4%-ით აღემატება.

ამასთან იმპორტი 4,4%-ით შემცირდა და 5,7 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში

მაჩენებელიმოცულობაზრდა/შემცირება, %
ექსპორტი2 412 000+12,4
იმპორტი5 715 000-4,4
სავაჭრო ბრუნვა8 126 000+0,01

ექსპორტის ზრდას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ზრდის, მათ შორის გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

კერძოდ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდისა და დივერსიფიკაციის საკითხებზე. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიკაციას და ქმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.

გასაღების ბაზრები

საქართველომ ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 68-ე ადგილი დაიკავა

საქართველო წარმატებით ვაჭრობს მეზობელ ქვეყნებთან - ლიდერები წლიდან წლამდე არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემები ამ ქვეყნებიდან ექსპორტის და იმპორტის შესახებ „საქსტატს“ ჯერ არ გაუვრცელებია.

სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან წარმატებით ვითარდება. ბოლო პერიოდში საქართველომ გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან.

აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასა და აშშ-თან. იმავდროულად, დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები ბრიტანეთთან Brexit– ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები ინდოეთთან.