საქართველოს ძიუდოს ნაკრების ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი კონტინენტური პირველობის ჩემპიონები გახდნენ
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრების ბოლო დღეს, რომელიც ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარეობს.

კონტინენტური პირველობის ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მიხაილ ბექაურმა (-90 კგ).

ქართველ სპორტსმენებს შეეძლოთ კიდევ ერთი ბრინჯაოს აღება, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) ვერ შეძლო უნგრეთის რიჩარდ სიპოშის დამარცხება.

კონკურენციის გარეშე – საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში უკვე ხუთი მედალი აქვს

ამრიგად, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვეს - ექვსი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ადრე ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ეთერი ლიპარტელიანი (-57 კგ), გიორგი თუთაშვილი (-66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ). ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ვლადიმერ ახალკაცმა (-81 კგ), ხოლო მარიამ ჭანტურია (-70 კგ) ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და საფრანგეთის (2-2-1) და რუსეთის (1-2-5) გუნდებს გაუსწრო.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 15 სექტემბერს გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.