ქართველი სუმოისტი ოძეკის ტიტულის დაკარგვის ზღვარზეა

დღეისათვის ლევან გორგაძეს ტურნირზე მოგება-წაგების უარყოფითი ბალანსი აქვს - 2:5
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ტოკიოში აკი ბაშოს საშემოდგომო ტურნირზე მეხუთედ დამარცხდა.

მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა დაიეისეიოს შეხვდა და დამარცხდა.

ამჟამად ქართველ სუმოისტს ტურნირზე მოგება-წაგების უარყოფითი ბალანსი აქვს - 2:5. აკი ბაშოს დარჩენილ რვა ბრძოლაში ტოჩინოშინს ექვსი მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი გაინაღდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გორგაძე ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ტურნირის მერვე საშეჯიბრო დღეს ქართველი სპორტსმენი დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა სედაის დაუპირისპირდება.