ყვითელი ამბები

„ყოველ ზედმეტ წუთს ვცდილობ მათთან გავიქცე...“ - როგორ შეცვალეს ნოდარ მელაძე ტყუპებმა

„რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­დარ მე­ლა­ძე მამა აგვისტოს ბოლოს გახ­და. რამდენიმე დღეში რომ ტყუპებს ელოდებოდა, ნოდარ მელაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გამართულ ბრიფინგზეც განაცხადა
Sputnik

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე „სხვა ნანუკას“ სტუმარი იყო. გადაცემაში თავის ცხოვრებაში დამდგარ ახალ ეტაპზე ისაუბრა და მაყურებელს შვილების, თინანოს და ნატატას შესახებ მოუყვა.

„რაც შეეხება ტყუპებს... ერთი ძალიან ჭკვიანი, მშვიდი და დინჯია, ზედმეტად არ გვაწუხებს თინანო. თავისთავს ირთობს. რაც შეეხება მეორეს, ნატატო სულ ხელში უნდა გეჭიროს, თუ არ აიყვან ხელში, აუცილებლად მიიქცევს შენს ყურადღებას. მათი დაბადების შემდეგ, ჩემში შეიცვალა ის, რომ ყოველ ზედმეტ წუთს, ვცდილობ, მათთან გავიქცე და ტყუპებთან ერთად ვიყო“, - განაცხადა მელაძემ.

„რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­დარ მე­ლა­ძე მამა აგვისტოს ბოლოს გახ­და. რამდენიმე დღეში რომ ტყუპებს ელოდებოდა, ნოდარ მელაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გამართულ ბრიფინგზეც განაცხადა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა.

ბავ­შვე­ბის დედა აჭარელი ჟურნალისტი თეა ცე­ცხლა­ძეა, რო­მე­ლიც ასე­ვე წლე­ბია მე­დი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და ამას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც ღიად გამოხატავს. თეა ცეცხლაძე რამდენიმე წლის წინ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი იყო, ბო­ლოს კი „რუს­თა­ვი 2“-ში მუშაობდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და არხის სხვა თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.