თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 10-13 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“ საზღვარზე კანონდარღვევით სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
პოლიციამ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოართვა. თითოეულს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარი დაეკისრათ.