ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 16 სექტემბერს

დედაქალაქში ორშაბათს მაქსიმუმ 24 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ორშაბათს, 16 სექტემბერს ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ.

მზე 06:41 საათზე ამოვა და 19:09 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +15 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +24 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.