თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი მოგზაურების რაოდენობა მეორე კვარტალში თითქმის 4%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით და თითქმის 950 ათასს გაუტოლდა, „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით.
საქართველომ ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 68-ე ადგილი დაიკავა >>
საუბარია 15-ის და 15 წელს ზემოდ ასაკის მოქალაქეებზე.
ივლისში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, შვებულებები ქვეყანაში გაატარონ და ამით მხარი დაუჭირონ ადგილობრივ ტურიზმს. იგი ასევე შეუერთდა კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში", რომელიც სოციალურ ქსელებში უცხოეთიდან ტურისტების მოსაზიდად წამოიწყეს.
ყველაზე ხშირად, აპრილიდან ივნისამდე, ქვეყნის მასშტაბით თბილისელები მოგზაურობდნენ (25%). ლიდერთა ხუთეული ასევე მოიცავს შემდეგი რეგიონების მოსახლეობას: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის (18,9%), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (13,1%), ქვემო ქართლის (10,2%) და სამეგრელო - ზემო სვანეთის (8,4%).
ამასთან, ყველაზე მეტი ვიზიტი ხორციელდება საქართველოს დედაქალაქში - თვეში საშუალოდ 276 ათასი ვიზიტი.
რა მიზნით მოგზაურობენ ადგილობრივები საქართველოში
მეგობრებისა და ახლობლების მონახულება | 50,3% |
შოპინგი | 12,4% |
მკურნალობა, გაჯანსაღება | 10% |
დასვენება, გართობა | 8,8% |
მეორე სახლის (აგარაკის) მოვლა-პატრონობა | 8,1% |
პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობა | 5,9% |
რელიგია, მომლოცველობა | 2,5% |
განათლების მიღება | 0,6% |
სხვა | 1,4% |
ადგილობრივი მოგზაურების საშუალო თვიური ხარჯები 118 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს არის 9,7%-ით ნაკლები 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. საშუალოდ ერთი მოგზაურობა 106 ლარი ღირს, ანუ 12,4 ლარით ნაკლები.
ყველაზე მეტი ხარჯები მოდის საყიდლებზე, ტრანსპორტზე, საკვებსა და სასმელებზე.