დავით ქურდიანი: იყო შემთხვევა, რომ კახეთში სიმართლის თქმის გამო სამსახურიდან გამომიშვეს

დავით ქურდიანი საკუთარ თავზე, გატაცებასა და ხასიათზე ყვება.
Sputnik

 

„ცოტა ფიცხი ადამიანი ვარ, ხალხს კი სიმართლის თქმა არ მოსწონს. ახალგაზრდობის წლებში უფრო ვერ ვეწყობოდი ყველას. მას შემდეგ რაც დავღვინდი და დავკაცდი, ახლა უფრო თავს ვიკავებ და ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს. ერთხელ პროტესტის ნიშნად ფეისბუკზე სტატუსი ავტვირთე  და ჩემი სამსახურიდან გამოშვების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა“-ამბობს დავით ქურდიანი სატელევიზიო გადაცემაში.

სოციალურ ქსელებში თავისი სიმღერებით პოპულარული დავით ქურდიანი ამბობს, რომ პროფესიით მხატვარია, სამხატვრო ტექნიკუმი აქვს დამთავრებული, როგორც მომღერალი თვითნასწავლია და ბავშვობიდან მღერის.