მსოფლიო დღეს

თურქეთში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ამ დროისათვის ინციდენტის გამოძიება და იმ პირთა სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, რომლებმაც აფეთქება დაგეგმეს.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით ათი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია NTV ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

„აფეთქების საშიშროება": Wissol-ის ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძრის დეტალები

ინციდენტი გუშინ, საღამოს ქალაქების კულპისა და მუშის დამაკავშირებელ ავტოგზაზე მოხდა.

აფეთქების შედეგად დაშავდნენ მიკროავტობუსის მგზავრები. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გზაზე დამონტაჟებული ნაღმი იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა მიკროავტობუსის გავლისთანავე ამოქმედდა.

დიარბაქირის პროვინციაში თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები მოქმედებენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელება უსურვა.