ყვითელი ამბები

„როგორ მიაღწიე ამდენს?“ – თამო ვაშალომიძის შოკისმომგვრელი პასუხი თაყვანისმცემელს

თამო ვაშალომიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით ფანებს საინტერესო კითხვებზე უპასუხა. გულახდილმა ფოტომოდელმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. ამჯერად სოციალური ქსელის „ფოლოვერს“ წარმატების საიდუმლო გაუმხილა...
Sputnik

საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტომოდელი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ლამაზი ფოტოსესიებით ანებივრებს. ქართველი ცნობადი სახის სექსუალური ხასიათის სურათებს უამრავი მოწონება აქვს. გარდა გაზიარებული ფოტოსესიებისა, Instagram-ზე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. სკანდალურმა თამო ვაშალომიძემ რამდენიმე კითხვას უპასუხა.

თამომ ერთ-ერთი „ფოლოვერის“ კითხვა საჯაროდ გამოაქვეყნა. "როგორ მიაღწიე ამდენს? ძალიან ლამაზი და არაჩვეულებრივი ხარ!" – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. თამომ Instagram Story-ის პასუხი დაურთო: „პირველ რიგში - სწორი მიზანი! შემდეგ ამისთვის ბევრი შრომა, არასდროს არ უნდა მოვდუნდეთ, არ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს!“ აშკარაა, რომ თამო ვაშალომიძე ამ გამოცდილებას და რეკომენდაციას იცავს. მისი ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

თამო ვაშალომიძე ყურადღების მიქცევას მიმზიდველი ფორმებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ეპატაჟურობით ცდილობს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს 40 000-მდე ნახვა, ხოლო ფოტოებს 4 000-ზე მეტი მოწონება აქვს. თამო ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და სასურველი სტუმარია.

რამდენიმე თვის წინ მან ორი ხმაურიანი ფოტოსესია წამოიწყო. პირველი – ცნობილი ხინკლებიანი ფოტოგადაღება, ხოლო მეორე „რობერტო მავანთან“ სტუმრობა აღმოჩნდა, სადაც მოდელის არც ისე მიმზიდველი უკანალი ვიდეოკამერის ობიექტივში მოხვდა. ამ გახმაურებულმა ფოტოსესიებმა თამო არ შეაჩერა და ფერმაში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ბევრი ადამიანი გაამხიარულა.