თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირველი რეგულარული რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ბაზელის მიმართულებით შესრულდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ქვეყნის აეროპორტების გაერთიანების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
პირველი რეისის მგზავრებმა, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები – ღვინო და შოკოლადი მიიღეს.
მსოფლიოში ცნობილმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air–მა სამშაბათიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო შვიდი მიმართულებით – ბაზელი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ეინდჰოვენი, ბარი, პოზნანი.
ავიაკომპანიამ Wizz Air-ი ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზა გაიხსნა. Wizz Air–ი მსხვილი ავიაკომპანიაა საქართველოში, რომელიც ბაზრის 12%–ს იკავებს.
საქართველომ და შვეიცარიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივნისში დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.