სისხლიანი გარჩევა რუსთაველის გამზირზე: პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა

დამნაშავეს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 19 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ადვოკატი: სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია აქვს

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 12 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დამნაშავე თბილისში ცხელ კვალზე დააკავა და დანაშაულის ჩადენილი იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.