„ეს საკმაოდ მსხვილი პროექტია. საუბარია სამგორი–ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარებაზე, იქნება დაახლოებით შვიდი სადგური. რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება რუსთავთან დაკავშირება ურბანულ-სარკინიგზო მიმოსვლით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მაჭავარიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 174 მლნ-დან 218 მლნ აშშ დოლარამდეა.