დმანისში 65 წლის მამაკაცი მოკლეს

სამართალდამცველებს დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენიათ.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში უცნობმა პირმა 65 წლამდე მამაკაცი მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძმისცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

მოკლული რუსეთის მოქალქე დეამონ დემერჩუკია. გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

სოფლის რწმუნებულის გელა ხუციშვილის თქმით, დემერჩუკი სოფელ გორაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.