გახარია: ჩვენი ძირითადი პრინციპები კეთილსინდისიერება და დისციპლინა იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პრინციპებზე საუბრობს.
Sputnik

„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, საქმის ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და, რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა, და ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, – ამბობს გახარია.

მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს თხოვნით მიმართა, ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეულმა მათგანმა მედიას გააცნოს ინფორმაცია არა მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, არამედ საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ ყველა თემაზე.