თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის შესასვლელთან აღმაშენებლის ხეივანზე ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თვითმხილველების განცხადებით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს Chevrolet-ის მარკის ავტომობილიდან ხელყუმბარები ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.