საბურთალოსა და დიდი დიღმის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ღამით წყალმომარაგება შეეზღუდება

წყალმომარაგება 12 სექტემბრის 23:00 საათიდან 13 სექტემბრის 12:00 საათამდე შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მაგისტრალური წყალსადენის ქსელის ავარიულად დაზიანების გამო საბურთალოსა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება, იუწყება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.

კომპანიის ინფორმაციით, ავარია 12 სექტემბერს საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 12 სექტემბერს

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება. წყალმომარაგება 12 სექტემბრის 23:00 საათიდან 13 სექტემბრის 12:00 საათამდე შეიზღუდება.

წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის, ქავთარაძის ქუჩების ნაწილს, მინდელის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს, ნუცუბიძის I და IV მიკრორაიონების ნაწილს, V მიკრორაიონს.

დიღომი 7-ს, სოფელ დიღომს, მცხეთას.

„ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება კი შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებ-გვერდის მეშვეობით.