ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს

იმის მიუხედავად, ვართ თუ არა ცრუმორწმუნე, თითოეულ ჩვენგანს სურს ცხოვრებაში წარმატების მიღწევა. არსებობს ნივთები, ამ ნივთების განლაგების კანონზომიერება, რაც, ფენ-შუის მიხედვით, სახლში ბედნიერებასა და ბარაქას იზიდავს.
Sputnik

საკუთარი სახლის ავსება ბედნიერებით სრულებით შესაძლებელია. ამისთვის იღბლის თილისმის ტარება მუდმივად სულაც არაა აუცილებელი. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა ნივთს, რომლებიც დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკით არის დამუხტული. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ნივთი ბედნიერებას, წარმატებასა და იღბალს ავტომატურად იზიდავს, ხოლო ზოგიერთი – პირიქით, ამას ბლოკავს და განდევნის.

ბედნიერების შვიდი ციკლი, ანუ შემთხვევით არაფერი ხდება

იზრუნეთ იმაზე, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები იყოს თქვენ ყოველდღიურ ყოფაში, მაშინ სახლში სამუდამოდ გამეფდება ბედნიერება, იღბალი, წარმატება.

ნივთები, რომლებიც ბედნიერებას იზიდავს

წითელი კარი

თუ თქვენი შემოსასვლელი კარი სამხრეთითაა, ძალიან გაგიმართლათ. ფენ-შუის თანახმად, ეს კარის ოპტიმალური განლაგებაა.

წითელი შემოსასვლელი კარი – დეკორის რჩეული ელემენტია. ის ყოველთვის იპყრობს მეზობლებისა და სტუმრების ყურადღებას. წითელი კარი ყველა დროში განსაკუთრებულად და იღბლის მაგნიტად მიიჩნეოდა.

ფენ-შუის თანახმად, წითელი კარი თითქოს ამბობს: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". ამავე დროს, ის ბოროტ სულებს განდევნის.

ბედნიერება, ოცნებები, წარმატება, ლოგიკა და სხვა – ცნობილი ფსიქოლოგის ლაკონური რჩევები>>

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ მხარეს არის განლაგებული სახლის შესასვლელი კარი, ფერიც ამის მიხედვით უნდა შეირჩეს. მაგალითად, სამხრეთისკენ მიმართული კარი წითლად ან ნარინჯისფრად უნდა შეიღებოს, ჩრდილოეთისკენ – ლურჯად ან შავად, დასავლეთისკენ – ნაცრისფრად ან თეთრად, ხოლო აღმოსავლეთისკენ – ყავისფრად ან მწვანედ.