ყვითელი ამბები

ლიკა ქავჟარაძეს ულამაზესი შვილიშვილი ჰყავს – ნახეთ ვის ჰგავს ბიჭუნა

ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვილს ერთი ვაჟი საშ­კა ჰყავს, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან ჰგავს ბე­ბი­ას და მისი სი­ლა­მა­ზე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს აღაფრ­თო­ვა­ნებს
Sputnik

ლეგენდარულ მსახიობს ლიკა ქავჟარაძეს, რომელიც ყველამ გაიცნო თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“, ერთადერთი ვაჟიშვილი დარჩა, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. სწო­რედ მას­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს მსა­ხი­ობს ვაჟი – ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი. სანდრო, რომელიც პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სია, ამე­რი­კის კოს­მო­სის სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობს. რაც შეეხება ლევან თაქთაქიშვილს, ის ამე­რი­კა­ში იუ­რის­ტად მუ­შა­ობს.

ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვილს ერთი ვაჟი საშ­კა ჰყავს, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან ჰგავს ბე­ბი­ას და მისი სი­ლა­მა­ზე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს აღაფრ­თო­ვა­ნებს.

რო­გორც ლიკა ქა­ვჟა­რა­ძემ თავის დროზე „პრო­ფი­ლის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის ნახ­ვას ხშირად ვერ ახერ­ხებს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ან. ამი­ტომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ „სკა­ი­პის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ჰქონ­და.

მსა­ხი­ო­ბი პრე­სას­თან წლე­ბის მან­ძილ­ზე არ ურ­თი­ერ­თობ­და. მან მხო­ლოდ ბო­ლო პერიოდში გა­და­წყვი­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ჩე­ნა. 27 ოქ­ტომ­ბერს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა იგეგ­მე­ბო­და, სა­დაც მისი შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის ჩა­მოყ­ვა­ნაც იყო გადაწყვეტილი.

„თა­ვის დრო­ზე მე ვერ მი­ვა­ტო­ვე დე­და­ჩე­მი და ჩემი შვი­ლი, ახლა კი მე დავ­რჩი მარ­ტო“, – აცხა­დებ­და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნობილი ქართველი კინომსახიობი ლიკა ქავჟარაძე ორი წლის წინ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.