დაიცავით მოძრაობის წესები! – ბათუმში ქალს ავტომობილი დაეჯახა

შემთხვევის გამო რუსთაველის ქუჩის ერთ ზოლში მოძრაობა შეფერხებულია.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქვეითად მოსიარულე ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა, თუმცა ზებრა-გადასასვლელს არ იყენებდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

„ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის“ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.