ყვითელი ამბები

როგორ მონათლეს პატარა ნიკოლა კალაძე - ანუკი არეშიძე ვიდეოს აქვეყნებს

ბოლო პერიოდში დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის მერი კახა კალაძე პატარა ნიკოლა კალაძის ფოტოებსა და ვიდეოებს აქტიურად აზიარებენ სოციალურ ქსელში
Sputnik

ანუკი არეშიძე Instagram-ის „სთორიში“ პატარა ნიკოლას ნათლობის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ივნისშია გადაღებული, იმავე დღეს, როდესაც დიზაინერის და ყოფილი ფეხბურთელის წყვილმა ამავე ტაძარში ჯვარიც დაწერეს.

გასული წლის სექტემბერში თბილისის მერს კახა კალაძესა და მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს ვაჟი – ნიკოლა შეეძინათ. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის.