ყვითელი ამბები

„შენ რომ გიყურებ, წლების მომატების არ მეშინია“ – მაია ჯაბუა შეუდარებლად გამოიყურება

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მაია ჯაბუა ტელეეკრანებზე ნაკლებად ჩდება. „მზიურის“ ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი შეუდარებლად გამოიყურება. სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლები აღფრთოვანებას არ მალავენ.
Sputnik

მისი რეპერტუარი სხვადასხვა გადაცემებში ნაკლებად ჟღერს, სამაგიეროდ საუკეთესო მეგობარ ეკა კახიანთან ერთად ვოკალური სტუდია დააარსა და პატარა მოსწავლეებს მუსიკალურ გზაზე აყენებს.

მაია ჯაბუამ კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მოსწავლე პიონერები სკოლისკენ მიიჩქაროდნენ. „მზიურიც“ ამ პერიოდში დაარსდა. ცნობილმა მომღერალმა სიმღერა 6 წლის ასაკში დაიწყო. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა ინგლისური ენის სპეციალისტია, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია. „მზიურში“ მაია ჯაბუას გამოჩენას საზოგადოება დღემდე ვერ ივიწყებს. მისი შესრულებული სიმღერა "მეორე ლეგენდა" ახლანდელმა თაობამაც კი ზეპირად იცის.

მაია სამი შვილის დედაა. მაიას 30 წლის თორნიკე, 21 წლის ლიზა და 13 წლის ნიკუშა ჰყავს. მათ შორის დედის კარიერას ლიზა ყენია მიჰყვა. მან ქართულ შოუ-ბიზნესში საკუთარი ნიშა მოიპოვა და თავი ისე დაიმკვირდა, რომ საზოგადოება ლიზა ყენიას სახელით იცნობს და არა როგორც „მაიას შვილს“. პოპულარული გოგონა სატელევიზიო ინტერვიუებში ამბობს, რომ მაია ჯაბუა სამაგალითო დედაა და მას რჩევებს არა მხოლოდ მისი დედმამიშვილები, არამედ ლიზას მეგობრებიც კი ეკითხებიან.

მიუხედავად რთული პირადი ცხოვრებისა და რამდენიმე განშორებისა, მაია ჯაბუა თავს ბედნიერ ქალად თვლის. თანატოლ მომღერლებთან შედარებით სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ მის ან ლიზას მიერ გამოქვეყნებულ საერთო ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოსდევს. „მაია ჯაბუას გარეგნობას დრო ვერაფერს აკლებას“ – ასე ამბობენ მოკაშკაშე ვარსკვლავის მეგობრები.

ცოტა რამ მაია ჯაბუას ბიოგრაფიიდან... 1971–1986 წლებში ყოფილ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ ჯგუფში მღეროდა; იყო ამავე სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ ანსამბლ “მზიურში”. 1986 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. პირველი მისი გასტროლი ჰოლანდიაში იყო. იმ დროინდელი საქართველოსთვის ეს წარმოუდგენელი შემთხვევა აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მომღერალს 2016 წლის იანვარში სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.