ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გარბის ორი ბავშვი ერთმანეთთან შესახვედრად, ინტერნეტში ათასობით ადამიანმა გაიზიარა. კადრები სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბავშვის – მაქსველის მამამ გამოაქვეყნა. მაიკლ სისნეროსი ამბობს, რომ მის ბიჭს უახლოესი მეგობრის ფინეგენის გარეშე ყოფნა არ შეუძლია. ვიდეო კი მათი ორდღიანი განშორების შემდეგ შეხვედრის დროს გადაიღო. ბიჭებმა ერთმანეთი ერთი წლის წინ გაიცნეს, ახლა კი განუყრელი მეგობრები არიან.