ამინდის ჭირვეულობა: აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი მოვიდა

მაღალმთიან რეგიონში ტემპერატურა მინუს ორ გრადუსამდე დაეცა.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე მოთოვა, ხოლო ტემპერატურა მინუს ორ გრადუსამდე დაეცა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" თუშეთის ეროვნული პარკიდან.

თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზა აბანოს უღელტეხილზე გადის და ის ზღვის დონიდან 2850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ამინდის სიურპრიზები: ყაზბეგში მოთოვა – ვიდეო

ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო ეს გზა ოქტომბერში იკეტება და მხოლოდ მაისში იხსნება.

როგორც „Sputnik-საქართველოს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა, თუშეთში ამინდი ხვალიდან თანდათან გაუმჯობესდება, ხოლო 12 სექტემბრიდან მზიანი ამინდი იქნება.

ამ სეზონზე პირველი თოვლი 25 აგვისტოს ყაზბეგში მოვიდა.

სექტემბრის დასაწყისში დედაქალაქში მკვეთრად აგრილდა. ტემპერატურა +16 გრადუსამდე შემცირდა.

როდის დათბება თბილისში?>>

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ 13 სექტემბერს ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს. წლის ამ დროისთვის შედარებით მაღალი ტემპერატურა დედაქალაქში 24 სექტემბრამდე შენარჩუნდება.