გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენის სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ასრულებს. გზების მოწყობა-რეაბილიტაცია გურიის მაღალმთიან სოფლებში – მთისპირში, ზოტსა და შუა სურებში განხორციელდა.
სამინისტროს განმარტებით, სატყეო გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობაც.