უცხოურ თვითმფრინავებს საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, ხმაური აეკრძალოთ

პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს აეროპორტებში თვითმფრინავების ექსპლუატაციის დროს ხმაურის დონის შემცირებისკენ, განხილვის პროცესშია.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქვეყნის აეროპორტებში თვითმფრინავების ექსპლუატაციის დროს ხმაურის დონის მინიმუმამდე დაყვანასა და უცხოური თვითმფრინავებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპირებს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში Facebook-გვერდზე.

ნორმატიული აქტის პროექტის თანახმად, სიახლე შეეხება საჰაერო ხომალდებს, რომლებიც ახორციელებენ რეგულარული ან არარეგულარული საჰაერო მიმოსვლის და/ან საავიაციო სამუშაოს საჰაერო ხომალდებით, რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა არის 34 000 კგ ან მეტი, ხოლო სამგზავრო ადგილების რაოდენობა აღემატება 19 ადგილს, ეკიპაჟის წევრებისთვის განკუთვნილი ადგილების გამოკლებით.

„ტავ ჯორჯია" თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლებას ვარაუდობს

ხმაურის მხრივ არ შეიზღუდებიან უცხო ქვეყნის სახელმწიფო თვითმფრინავები, თვითმფრინავები, რომლებიც ფრენას ჰუმანიტარული მისიით ასრულებენ, თვითმფრინავები, რომლებიც გამოიყენებიან ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების დროს (ხანძარი, ბუნებრივი მოვლენები და სხვა), თვითმფრინავები, რომლებიც ახორციელებენ არაკომერციულ ფრენას ტექნიკური მიზნით (სარემონტო სამუშაოები, საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ცვლილება და ა.შ.), აღნიშნულია პროექტში.

ასეთი სახით იგეგმება ნორმების დანერგვა, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ზოგადი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ეს მოთხოვნები ნაწილობრივ დაინერგა 2013 წელს საქართველოში რეგისტრირებული თვითმფრინავებისთვის.

„შესაბამისად, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების მიერ საჰაერო მიმოსვლის შესრულებისთვის ხმაურის მოთხოვნების დადგენით ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებზე თანაბარი პირობები გავრცელდება", – ნათქვამია განცხადებაში.