ტოჩინოშინმა აკი ბაშოს შემოდგომის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - ვიდეო

ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად გორგაძეს ამჟამინდელ აკი ბაშოზე 15 შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს შემოდგომის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუძის სძლია. ეს მეტოქეებს შორის მეშვიდე ბრძოლა იყო და პირად შეხვედრებში ქართველი სუმოისტი დაწინაურდა - 4:3.

რაც შეეხება ამჟამინდელ აკი ბაშოს, ჰოკუტოფუძისთან მოპოვებული გამარჯვება გორგაძისთვის ტურნირზე პირველია. ორი პირველი ბრძოლა ქართველმა ოძეკმა წააგო. თავდაპირველად ტოჩინოშინი დამარცხდა იტინოძიოსთან, შემდეგ - ასანოიამასთან.

ქართველ სუმოისტზე იაპონიაში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

ტურნირის მეოთხე დღეს ტოჩინოშინი კომუსუბი აბის შეხვდება. ეს იქნება მეტოქეების მეექვსე ბრძოლა და ჯერჯერობით ანგარიში ჩვენი სუმოისტის სასარგებლოდაა - 3:2.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინს აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი ანუ რვა გამარჯვება 15 შეხვედრაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ოძეკის წოდებას დაკარგავს.

აკი ბაშო ტოკიოში 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.