საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ორი წუთის ინტერვალით ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა
Sputnik

ბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველო–სომხეთის საზღვრიდან ჯერ 9, შემდეგ 4 კილომეტრში 5 და 4,3 მაგნიტუდის  ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები 20:22 და 20:24 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.