„თვალის ოპერაციის ფულს აგროვებდა და გასაყიდი პომიდორი გადაუყარეს...“ – ვიდეო

ქალს, რომელსაც მცირე რაოდენობის პომიდორი ჰქონდა გატანილი გასაყიდად, ხუთკაციანი ჯგუფი დაადგა და მოხუცს აიძულებდნენ ტერიტორია დაეტოვებინა.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში მოხუც ქალს გასაყიდი პომიდორი გადაუყარეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანი ჯაბიძე ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

ის წერს, რომ შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ქალს, რომელსაც მცირე რაოდენობის პომიდორი ჰქონდა გატანილი გასაყიდად, ხუთკაციანი ჯგუფი დაადგა და მოხუცს აიძულებდნენ ტერიტორია დაეტოვებინა.

„მთელი ჭავჭავაძის ქუჩა ეგრედწოდებულ „ციგნებს“ აქვთ დაკავებული და მართლა ფეხებში გვედებიან როდესაც გადავადგილდებით და ეს უფროა მგონი ყურადღება მისაქცევი, ვიდრე ამ მოხუცის ვაჭრობა“, – წერს ანი ჯაბიძე და ქუთაისის მერიას მიმართავს, გაერკვიოს აღნიშნულ საკითხში.