კალაძე: ჭონქაძის ქუჩაზე ვილნიუსის სკვერი გაიხსნა

თბილისის მერი კახა კალაძე ჭონქაძის ქუჩაზე ვილნიუსის სკვერის გახსნის შესახებ საუბრობს.
Sputnik

„ყველას გვახსოვს არსებული მდგომარეობა, დღეს გვაქვს რადიკალურად სახეშეცვლილი, გალამაზებული, მოწესრიგებული, გამწვანებული დასასვენებელი ადგილი, საბავშვო სივრცით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ისტორიული ცენტრი, ადგილი, სადაც უამრავი სტუმარი იყრის თავს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ვილნიუსსა და თბილისს შორის მეგობრობის სიმბოლო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პროექტი, რომელიც საქართველოს დედაქალაქს საჩუქრად გადაეცა ვილნიუსის საკანონმდებლო ორგანოსგან, მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა.