საქართველოში ჯარისკაცი დაიკარგა – ოჯახი შველას ითხოვს

ახალგაზრდა უკვე კვირაზე მეტია, ოჯახს არ დაკავშირებია.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქარელის რაიონის სოფელ ხეობაში 27 წლის ლაშა ჩოჩიშვილს ეძებენ, იუწყება პირველი არხი.

ჩოჩიშვილს ოჯახი უკვე ერთი კვირაა ეძებს. ნათესავების თქმით, ის ჯარში მსახურობს, ამჟამად დათხოვნაში იმყოფება, თუმცა არც სახლში დაბრუნებულა და არც სამხედრო ნაწილში.

ბოლოს ჩოჩიშვილს 2 სექტემბერს ძმა ესაუბრა. ის თბილისიდან სახლში ბრუნდებოდა, თუმცა ამის შემდეგ დაიკარგა.

ოჯახმა პოლიციას მიმართა. სამართალდამცველები აქტიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

ოჯახის წევრები სთხოვენ მოქალაქეებს, თუ ვინმემ ნახა ახალგაზრდა, ამის შესახებ პოლიციას აცნობოს.