მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ხატია ბრაჭულმა ქართულ სერიალებში „გოგონა გარეუბნიდან“ და „დეტექტივები“ სახასიათო გმირები შექმნა, საზოგადოების დიდი ნაწილი მას მაინც „ბოზი თამუნას“ გმირით იცნობს.
მსახიობი ხატია ბრაჭული, რომელიც წლების მანძილზე „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბაქარ ორჯონიკიძის ცოლს თამაშობდა, რამდენიმე თვის წინ სერიალიდან მოულოდნელად გაქრა.
თამუნას გმირი სერიალში საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაგზავნეს და ბაქარი მეორედ დააქორწინეს. ხატიამ არა მარტო სერიალში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც დატოვა საქართველო და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
როგორც ჩანს, თამუნა პატარა ბავშვებთან მუშაობს, რადგან ფოტოების ნაწილი მათი სეირნობის დროსაა გადაღებული, ხოლო რაც შეეხება კლუბურ ცხოვრებას, ამაზე უარს არც საქართველოში ამბობდა.
ხატია ასევე შეცვლილია ვიზუალურად. უფრო თამამი, ლაღი და ლამაზია, სავარაუდოდ, შეყვარებულიც, რადგან თვალები განსაკუთრებულად უბრწყინავს.