როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 12 სექტემბერს

დედაქალაქში ხუთშაბათს დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები ხუთშაბათს, 12 სექტემბერს დედაქალაქში ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 22 გრადუსამდე დათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:37 საათზე ამოვა და 19:16 საათზე ჩავა.