ყვითელი ამბები

თაკო გაჩეჩილაძემ ოფიციალურად იქორწინა – ფოტოები და ვიდეოები ქორწილიდან

წყვილმა ერთმანეთი 2017 წელს „ევროვიზიაზე“ გაიცნო. მოგვიანებით პარიზში დაინიშნენ.
Sputnik

ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი ქართველების სიძე გახდა. მან თაკო გაჩეჩილაძე გუშინ უკვე ოფიციალურად მოიყვანა ცოლად.

ქორწილი რესტორან „ორანჟერეაში“ შედგა. თაკომ ქორწილი მხოლოდ უახლოესი მეგობრების წრეში გადაიხადა. მშობლები რესტორანში პატარა ქალიშვილთან გაბრიელასთან ერთად მივიდნენ. თაკო გაჩეჩილაძემ და ბორისლავ მილანოვმა ქორწილში დუეტიც შეასრულეს. ასევე იმღერეს სტეფანემ, ნინი ბადურაშვილმა, სალომე ბაკურაძემ და ქრისტინე იმედაძემ.

მომ­ღე­რა­ლი თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე შარშან სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა ბულ­გა­რე­ლ მუ­სი­კა­ლუ­რ პრო­დი­უ­სე­რ და ბრენდ Symphonics-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლ ბო­რის­ლავ მი­ლა­ნო­ვზე. წყვი­ლის ჯვრის­წე­რა თბი­ლის­ში შედ­გა. მათ იანვარში გოგონა შეეძინათ. პატარა გაბრიელა ავსტრიაში, წმინდა ჟოზეფის სახელობის ჰოსპიტალში დაიბადა.

თაკო 35 წლისაა. წყვილმა ერთმანეთი 2017 წელს გაიცნო „ევროვიზიაზე“. მოგვიანებით პარიზში დაინიშნენ და დაქორწინდნენ.

თაკო გაჩეჩილაძე ცნობილი ქართველი მუსიკოსია. ხელოვანთა ოჯახში გაზრდილ გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. და ასეც მოხდა. თაკომ უცხოეთის სცენები არაერთხელ დაიპყრო. წლების მანძილზე მისი სოლო კარიერა სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა.

2017 წელს საქართველოში „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურზე თაკო დიდი უპირატესობით წარდგა მაყურებლის წინაშე. თაყვანისმცემლები მისი შემოქმედების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ. სახასიათო ხმის ტემბრის მქონე შემსრულებელი კიევში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა, სამაგიეროდ, ევროპაში ჩატარებულმა კონკურსმა ცხოვრების მეგზური აპოვნინა.