ხაზარაძე: პირველი ექსპერტიზა დამთავრდა საკმაოდ სერიოზული შედეგებით

საქართველოს უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იმ წერილის ექსპერტიზის პასუხებზე საუბრობს, რომელიც, როგორც ის ამტკიცებს, გიორგი გახარიასგან მიიღო.
Sputnik

„მე იმედი არა მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში საქართველოში ნებისმიერი საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული. მით უმეტეს, როდესაც ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენერალურ პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა. იცით, რომ ჩვენმა ადვოკატმა ლონდონიდან ჩამოიტანა პასუხი. პირველი ექსპერტიზა დამთავრდა საკმაოდ სერიოზული შედეგებით, ამას ადვოკატები გაამჟღავნებენ და იტყვიან“, – ამბობს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.