ყვითელი ამბები

ნახეთ როგორ ცხოვრობს „ქუჩის ბიჭების“ გურამ ლომიძე ივანა მელაისთან ერთად ამერიკაში - ფოტოები

წყვილის ორწლიანი რომანი ქორწინებით 2016 წელს დაგვირგვინდა და ცოტა ხანში ქალიშვილი -ელიზაბედ-ნატალია შეეძინათ.
Sputnik

უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი ივანა მელაი, რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად და სამუშაოდ საქართველოში გადმოვიდა, რამდენიმე წელში ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

მისი რჩეული პოპულარული ქართული ჯგუფის „ქუჩის ბიჭების“ წევრი გურამიკო ლომიძეა. მათი ორწლიანი რომანი ქორწინებით 2016 წელს დაგვირგვინდა და ცოტა ხანში ქალიშვილი -ელიზაბედ-ნატალია შეეძინათ.

ივანა საკუთარ კარიერას განაგრძობს, ამის პარალელურად სწავლობს - ის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს, გურამიკოს, პირველი ქორწინებიდან ხატია შამუგიასთან 17 წლის ნიკა და ამერიკაში 10 წლის ლიამი ჰყავს.