ბათუმში ავტომობილი ხიდიდან არხში გადავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში მძღოლი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ე.წ. ჟილინის არხში გადავარდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

მესტიაში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა: მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ტელეკომპანიის ცნობით, მომხდარი ფაქტის შედეგად ავტომობილში მყოფი მძღოლი და მცირეწლოვანი ბავშვი, საბედნიეროდ, არ დაშავებულან.

გავრცელებული ინფორმაციით, ხიდზე, რომელსაც მოაჯირები არ აქვს, გზის სავალი ნაწილი დაზიანებული იყო, მძღოლი შეეცადა ავტომობილი დაზიანებული მონაკვეთისთვის აეცილებინა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდება.