საქართველომ დანიასთან ფრე ითამაშა: როგორ ჩაიარა საფეხბურთო მატჩმა – ფოტო

Sputnik

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი თბილისში დანიის გუნდთან 0:0 ითამაშა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა.

ევრო-2020-ის შესარჩევი ტურნირის ხუთი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. ლიდერი კვლავ ირლანდიაა, რომლის აქტივშიც 11 ქულაა. მეორე ადგილზე დანიაა 9 ქულით, ხოლო მესამე პოზიციაზე შვეიცარიის გუნდი განთავსდა 8 ქულით, რომელმაც პარალელურ მატჩში გიბრალტარი დაამარცხა ანგარიშით 4:0. თუმცა, შვეიცარელ ფეხბურთელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. საქართველოს ნაკრების შემდეგი შეხვედრა ირლანდიასთან 12 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.

1 / 14
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში დანიასთან 0:0 ითამაშა
2 / 14
სტუმრების პირველივე შეტევის შემდეგ სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ბურთთან მივიდა კრისტიან ერიკსენი, თუმცა ლონდონის ტოტენჰემის ნახევარმცველის დარტყმა ძელს რამდენიმე სანტიმეტრით აცდა
3 / 14
დანიელებმა შევხედრის პირველი ნახევარი აქტიურად ჩაატარეს, მათ ტერიტორიული და ბურთის ფლობის უპირატესობა ჰქონდათ
4 / 14
ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თამაშის დროს ძალიან ღელავდა
5 / 14
ამის მიზეზი მას ნამდვილად ჰქონდა. შედარებისათვის - ბურთის ფლობის პროცენტი იყო 69 /31
6 / 14
ქართველი ქომაგები საკუთარ გუნდს გულშემატკივრობდნენ
7 / 14
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა ოთხჯერ გაგზავნეს ბურთი გიორგი ლორიას კარში, არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა სახიფათო
8 / 14
რაც შეეხება ქართულ ნაკრებს, ისინი კონცენტრირდნენ თავდაცვაზე და მეტოქის ნახევარზე ძალიან იშვიათად გადადიოდნენ
9 / 14
შესვენების შემდეგ მატჩი მსგავსი სცენარით გაგრძელდა - დანია შეტევაზე, საქართველო თავდაცვაში
10 / 14
დანიის ნაკრების მწვრთნელიც არანაკლებ ღელავდა
11 / 14
დანიის ნაკრებს ასევე მხარს უჭერდა გულშემატკივართა ჯგუფი, რომელიც თბილისში მატჩზე დასასწრებად ჩამოვიდნენ
12 / 14
თამაში მოულოდნელად ბოლო 15 წუთის განმავლობაში დაიძაბა, როდესაც ორივე გუნდმა შეტევა დაიწყო
13 / 14
რეალურად სახიფათო მომენტი თამაშის ბოლოს სულ ორი იყო. თამაში ფრე 0:0 დასრულდა, რაც ქართულ გუნდს აქტივებში შეუძლია ჩაიწეროს, ხოლო დანიის ნაკრებმა ორი ქულა დაკარგა და D ჯგუფში ირლანდიისათვის გადასწრების შანსი დათმო
14 / 14
ევრო-2020-ის ხუთი შესარჩევი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. ლიდერი კვლავ ირლანდიაა, რომლის აქტივშიც 11 ბალია. ქართული გუნდი სწორეად მას დაუპირისპირდება 12 ოქტომბერს თბილისში