რატომ დატოვა თანამდებობა ხატია მოისწრაფიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერს ეს თანამდებობა ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიკავა
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ქართული მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი სალომე ზურაბიშვილსა და ხატია მოისწრაფიშვილს შორის უთანხმოებაა.

ამ ეტაპზე ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერს ეს თანამდებობა ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიკავა.