ვახტანგ გომელაური - ბიოგრაფია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 43 წლის ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს. აქამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (სუს) პოსტს იკავებდა
Sputnik

გომელაური დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

1994-2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. შემდგომი ცხრა წელი იმუშავა საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

2013 წლის მარტიდან 2014 წლის დეკემბრამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. შემდეგ გახდა შს მინისტრის პირველი მოადგილე, შემდეგ შს მინისტრი.

2015 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა.

წელს გომელაურს „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტის“ უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.