ყვითელი ამბები

„რუსთავი 2“-დან წამოსული „კომედი ჯგუფის“ ნაწილი ახალი სეზონისთვის ემზადება - თამუნა ლეკვეიშვილი ფოტოებს ავრცელებს

ფო­ტო­ებ­ში ჩა­ნან: ვასო ფხა­კა­ძე, ნიკა გრი­გო­ლია, დიტო კუ­პა­ტა­ძე, პა­რო­დის­ტე­ბი - ნიკა კა­კა­ბა­ძე და ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი
Sputnik

ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2“-დან კად­რე­ბის წას­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბის შე­მოქ­მე­დი ჯგუ­ფი - „კო­მე­დი ჯგუ­ფი“ გა­ი­ყო. ერთი ნაწილი, მათ შო­რის ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ოთო ლომ­თა­ძე, თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი, ვანო ფხა­კა­ძე, თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი, ნიკა გრი­გო­ლია, ილო ბე­როშ­ვი­ლი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, სულ 13 ადა­მი­ა­ნი, ნიკა გვა­რა­მი­ას „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ბარ­გდნენ.

გუნ­დის ნა­წი­ლი „რუს­თა­ვი 2“-ზე დარ­ჩა - დარ­ჩე­ნი­ლებს შო­რი­საა ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი და მისი გუნ­დის კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რი, რომ­ლე­ბიც უკვე ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მალ­ხა­ზიშ­ვი­ლის თქმით, „კო­მე­დი­ში“ სულ 50 ადა­მი­ა­ნი იყო და მათ­გან 13-მა და­ტო­ვა ტელეკომპანია.

ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის მზა­დე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს „მთა­ვარ არხზეც“, რომელიც ეთერ­ში 9 სექ­ტემ­ბრი­დან გავა.

მსა­ხი­ო­ბი თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბის­თვის. ფო­ტო­ებ­ში ჩა­ნან: ვასო ფხა­კა­ძე, ნიკა გრი­გო­ლია, დიტო კუ­პა­ტა­ძე, პა­რო­დის­ტე­ბი - ნიკა კა­კა­ბა­ძე და ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი.