საშიში გაზდანადგარები: კომპანია ქსელიდან მასიურ ჩახსნას აგრძელებს

გაფრთხილების მიუხედავად, თბილისელები კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარებით სარგებლობას აგრძელებენ
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისის ენერჯის" თანამშრომლებმა აგვისტოში ქსელიდან 2,4 ათასზე მეტი საშიში გაზდანადგარი ჩახსნეს, ნათქვამია კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, მათ შორის, უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია. აღნიშნული დანადგარების დიდი ნაწილი ხელმეორედ ჩაიხსნა, რადგანაც კონკრეტულმა აბონენტებმა არ გაითვალისწინეს კომპანიის თანამშრომლების რეკომენდაციები და გაფრთხილებები და თვითნებურად დააერთეს ქსელს.

„კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე – თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიამ მადლობა გადაუხადა აბონენტებს, რომლებმაც სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინეს, შეცვალეს ან შეამოწმეს შიდა კომუნიკაციები და გაზდანადგარები.

აგვისტოს მონაცემების თანახმად, უსაფრთხოების დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა ისანი-ვაზისუბნის რაიონში, ყველაზე ნაკლები კი წყნეთში.  

თბილისის რაიონიჩახსნილი გაზდანადგარების რაოდენობა
ისანი-ვაზისუბანი492
სანზონა308
ჩუღურეთი294
სამგორი653
წყნეთი9
გლდანი42
კრწანისი81
საბურთალო42
ნაძალადევი219
ნუცუბიძე84
დიდუბე55
დიღომი64
ვაკე78
მთაწმინდა34