ყვითელი ამბები

„ნუ გაბოროტდებით...“ - ვინ არის ქართველი ქალი, რომელსაც „ფორსაჟი 9-ში“ იღებენ

საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული
Sputnik

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის კიდევ ერთი ეპიზოდის - Fast and Furious 9 („ფორსაჟი 9“) გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება.

როგორც „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული.

ფილმში მონაწილეობს ეთო მდინარაძეც, რომელიც ვერ ამბობს, რა როლს ასრულებს ფილმში, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს ფოტოებს გადასაღები მოედნიდან.

მისი თქმით, არანაირი ამბიცია და პრეტენზიაარ აქვს იმაზე, რომ ჰოლივუდი დაიპყროს, კმაყოფილია იმით, რომ მონაწილეობას იღებს ფილმში, რომელიც ყურადღების ცენტრშია.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ისე სახარბიელო ეკონომიური მდგომარეობაა, ამ პროექტმა უამრავი, უამრავი ადამიანი დაასაქმა. თუ ვინმე არ მოხვდა. ნუ გაბოროტდებით და სხვისი სიხარული გიხაროდეთ!“, - წერს მსახიობი.