პარლამენტი მთავრობას ამტკიცებს, ქუჩაში კი საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების ფორმატში ვიდრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია და დეპუტატები სიტყვით გამოდიან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „სირცხვილია" იმართება.

პარლამენტი მთავრობას ამტკიცებს, ქუჩაში კი საპროტესტო აქცია იმართება

ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ივნისიდან მოითხოვენ, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე გახარიას ყოფნა კატეგორიულად მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ გახარიამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის ქმედებებისთვის და მთავრობის შემადგენლობა დატოვოს.

გახარიას მოწინააღმდეგეები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ ყოველ საღამოს აქციას მართავენ, საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „სირცხვილია" დააფუძნეს. დღეს ისინი პლაკატებითა და საყვირებით პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან დილიდანვე შეიკრიბნენ, საიდანაც საკანონმდებლო ეზოში ავტომობილები შედიან. ამ დროისთვის დაახლოებით 40-დე აქციის მონაწილეა.

21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი.