კახეთში სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კახეთის რეგიონის ანაგისა და ვაქირის სოფლების მოსახლეობა სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს წნორისა და ჭანდარის ღვინის ქარხნებს ჩააბარებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რთველი აქტიურ ფაზაში შედის: კახეთში 15 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

წინასწარი მონაცემებით, გუშინ, გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ 30-40%-ით დააზიანა 50 ჰექტრამდე მსხმოიარე ვენახი. მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული ტექნიკა გაწმედით სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს.

„მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას, რომ დაზიანებული ყურძენი დაკრიფოს და ჩააბაროს. იმ ყურძენს, რასაც არ ჩაიბარებს კერძო სექტორი, ჩაიბარებს სახელმწიფო", – აცხადებენ რთველის საკოორდინაციო შტაბში.

ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.