ყვითელი ამბები

„უმრავლესობა ტანსაცმლიანად აუზში იყო...“ - ეკა ხოფერიამ შვილის დაბადების დღე კრეტაზე აღნიშნა

ტელეწამყვანს სამი შვილი ჰყავს - პირველი ქორწინებიდან ანანო ლევიძე და მეორედან - ორი ვაჟი - იკა და ნიკოლა ხუჯაძეები
Sputnik

ჟურნალისტი და ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ კრეტაზე ისვენებს.

მისი ვაჟი, ნიკოლა 10 წლის 10 სექტემბერს შესრულდება, მაგრამ როგორც ტელეწამყვანი წერს, ძალიან უნდოდა, დაბადების დღე სწორედ კრეტაზე გადაეხადა. მშობლებმა, რასაკვირველია, ეს სურვილი აუსრულეს და მხიარული დაბადების დღეც შედგა. ჟურნალისტმა ვიდეოები და ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

„დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ ამ ვიდეოში მყოფთა უმრავლესობა ტანსაცმლიანად აუზში იყო. ყველაფერი კი ასე კულტურულად იწყებოდა“, - წერს ხოფერია.

ტელეწამყვანს სამი შვილი ჰყავს - პირველი ქორწინებიდან ანანო ლევიძე და მეორედან - ორი ვაჟი - იკა და ნიკოლა ხუჯაძეები. ეკა ხოფერია ექიმ მიხეილ ხუჯაძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ცოტა ხნის წინ ერთად ყოფნის 12 წლის იუბილე და ტელეწამყვანისდაბადების დღე ერთად აღნიშნეს.